ანოტაცია: ნათქვამია, ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზი ხდება, როდესაც სხვა ადამიანებში სიკეთის დანახვა შეგვიძლიაო, მაგრამ თუ ვერ ვხედავთ? თუ არ გვსურს დანახვა? რა გვიშლის ხელს? გულგრილობა, შური? ვარსკვლავგოგონამ 16 წლის ბიჭის ცხოვრება მზის სხივივით გაანათა. მანაც დაინახა, თითქოს გულიც გაუღო, მაგრამ გოგონა ყველასგან ძალიან განსხვავდება, ის არც ერთ მის თანატოლს არ ჰგავს, ჩვეულებრივი არ არის _ არ იცის, რა არის შური, სიძულვილი, ყველა და ყველაფერი უყვარს და ბოროტებაზე მხოლოდ სიკეთით პასუხობს.