ანოტაცია: როგორ უნდა მიხვდეს, ვისი ნდობა შეიძლება, როცა საკუთარ თავსაც ვერ ენდობა? და თუ ხელებზე დაიხედავს და დაინახავს წარწერას: „ფლორა, იყავი მამაცი“, იქნებ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლადაც მიიღოს.ფლორას ანტეროგრადული ამნეზია აქვს, დღიდან დღემდე არაფერი ამახსოვრდება: არც მეგობრის ხუმრობა, არც მშობლების დარიგებები, ისიც კი არ ახსოვს, რამდენი წლისაა. შემდეგ იმას აკოცებს, ვისაც, წესით, არ უნდა აკოცოს და... მეორე დღეს ეს ახსოვს! ეს ამბავი მომდევნო დღეებშიც არ ავიწყდება. მაგრამ ის ბიჭი სადღაც გაუჩინარდა...