ანოტაცია: პანდემონიუმში დაწყებული ამბოხი დიდ რევოლუციაში გადაიზარდა და ლინა ბრძოლის ეპიცენტრი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯულიენი სასიკვდილო განაჩენისგან დაიხსნეს, ლინამ და მისმა მეგობრებმა ტევრს შეაფარეს თავი, მაგრამ გაუკაცურებული ადგილებიც კი მათთვის უსაფრთხო აღარ არის. მთელ ქვეყანას გაფიცვების ტალღა გადაუვლის, ხელისუფლება იძულებულია, ინფიცირებულების არსებობა აღიაროს და თან ცდილობს, ამბოხებულებს გაუსწორდეს.