ანოტაცია: „საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს,რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა,ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე,თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო,განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუ