ანოტაცია: ბიძის ბრძანებით, ჭაბუკი იასონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა კუთვნილ სამეფო ტახტს, თუ მშობლიურ საბერძნეთში შორეული კოლხეთიდან ოქროს საწმისს ჩაიტანდა. იასონმა და მისმა მეგობრებმა დიდი გზა და არაერთი ხიფათი გაიარეს, რომ დავალება წარმატებით შეესრულებინათ; ეს კი შეუძლებელი იქნებოდა კოლხეთის მეფის ასულის დახმარების გარეშე.