ანოტაცია: როგორ შევარჩიოთ ნაშრომის თემა? როგორ შევაგროვოთ და დავაკონსპექტოთ მასალა ბიბლიოთეკებსა და არქივებში? როგორ შევადგინოთ სამუშაო გეგმა და ბიბლიოგრაფია? დაბოლოს, როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სათქმელი და გავაფორმოთ ნაშრომი? უმბერტო ეკოს პრაქტიკული რჩევები გამოდგება ნებისმიერი სირთულის ნაშრომის წერისას, იქნება ეს საკურსო, საბაკალავრო, სერიოზული სამეცნიერო თემა თუ საკონფერენციო მოხსენება. ეკო დაგარწმუნებთ, რომ ნაშრომზე მუშაობა სულაც არაა მძიმე ტვირთი, რომ ეს პროცესი, პირიქით, დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.