ანოტაცია: კრებული შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად და განკუთვნილია როგორც აბიტურიენტების, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გამოცდის ფორმატის გათვალისწინებით შერჩეული მასალის დამუშავება დაგეხმარებათ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაში, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალების შესრულებაში. მუშაობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წიგნში ზოგიერთ დავალებას არ ახლავს გასწორებული ვარიანტი.