ანოტაცია: წინამდებარე ძველბერძნულ-ქართული ლექსიკონი უპირველესად სასწავლო დანიშნულებისაა. თუმცა ბერძნული ენით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს თავისუფლად შეუძლია ამ ლექსიკონით ისარგებლოს, მით უმეტეს, რომ მას ახლავს ბერძნული ენის მორფოლოგიის მოკლე კურსი. მეორე გამოცემა შეივსო კვლავ ჰომეროსის, ჰესიოდეს, ჰეროდოტეს, პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქესა და სხვა ცნობილი ავტორების, ასევე, ახალი აღთქმის ტექსტების ლექსიკური მასალით.ძველბერძნულ-ქართული ლექსიკონი მოიცავს დაახლოებით 40 000 სიტყვას.