ანოტაცია: მეთოდიკური გზამკვლევი 3 ნაწილისგან შედგება: I ნაწილში განხილულია ქიმიის მათემატიკა და ლოგიკა ანუ ის ზოგადი უნარები, რომელთა პრაქტიკული გამოყენება აუცილებელია ქიმიური ამოცანების ამოსახსნელად. II ნაწილში განხილულია ქიმიის სასკოლო სტანდარტისა და პროგრამის შესაბამისი ამოცანების ტიპები და მათი ამოხსნის მოდელები. III ნაწილში მოცემულია შედარებით რთული და კომპლექსური ამოცანები, გააქტიურებულია მათი ამოხსნისთვის საჭირო საბაზო ცოდნა. თითოეულ ამოცანას თან ახლავს ამოხსნის მეთოდიკა.