ანოტაცია: სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს უკეთ მოემზადონ სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის. პედაგოგების გარდა, სახელმძღვანელო გამოადგებათ აბიტურიენტებს დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის, მოსამზადებელი განყოფილების მსმენელებს, სპეციალიზებული სკოლების, კოლეჯებისა და ლიცეუმების მაღალი კლასის მოსწავლეებს, აგრეთვე საბუნებისმეტყველო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების დაწყებითი კურსების სტუდენტებს, ქიმიით დაინტერესებულ მკითხველს.