ანოტაცია: გასულმა საუკუნემ ოცდამეერთე საუკუნის მიჯნამდე უდიდესი აღმოჩენებითა და შეშფოთებით მიგვაცილა. ატომის და გენის საუკუნემ ამ უკანასკნელთა ურთიერთჭიდილში ჩაიარა. გამარჯვებული ჯერ კიდევ არ ჩანს. XXI საუკუნემ უნდა გაამარჯვებინოს სიცოცხლეს... კაცობრიობამ განსაკუთრებით მაიონიზებელი გამოსხივების მემკვიდრეობითობაზე გავლენას უნდა მიაქციოს ყურადღება!