Facebook Twitter RSS Delicious

მთავარი ავტორის ყველა წიგნი : ჭილაძე ოთარ

ოთარ ჭილაძე (1933-2009) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი.

მშობლები: მამა – ივანე ჭილაძე, ეკონომისტი. დედა – თამარ მათეშვილი. მეუღლე: ნანა თოფაძე–ჭილაძისა (1933–1990). შვილები: ზაზა (1955), თამარი (1962). მისი ძმა თამაზ ჭილაძე მწერალია, ხოლო შვილი, ზაზა ჭილაძე კი ინგლისურიდან მთარგმნელი.

ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965).

მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი. 1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. 2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“.

 

პოეტური კრებულები:

„მატარებლები და მგზავრები“ (1959)

„თიხის ფირფიტები“ (1963)

„რკინის საწოლი“ (1965)

„სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967)

„ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968)

„ცხრა პოემა“ (1969)

„გულის მეორე მხარე“ (1974)

„გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984)

„ლექსები“ (1987)

„მზე დეკემბერში” (1999)

„კიბე“ (2002)

 

პროზა:

„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973)

„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976)

„რკინის თეატრი“ (1981)

„მარტის მამალი“ (1991)

„აველუმი“ (1995)

„ბედნიერი ტანჯული“ (2003)

„გოდორი“ (2003)

„წათეს წითელი წაღები“ (2007)

 

* პოსტში გამოყენებულია გოგი თოთიბაძის ნახატი.

აველუმი

აველუმი

ჭილაძე ოთარ

ფასი: 19.00 ლარი
პოეზია #7

პოეზია #7

ჭილაძე ოთარ

ფასი: 28.00 ლარი
წინ მარადისობაა

წინ მარადისობაა

ჭილაძე ოთარ

ფასი: 4.00 ლარი
ღრუბელი (დიალოგები)

ღრუბელი (დიალოგები)

ჭილაძე ოთარ

ფასი: 9.50 ლარი
ცა მიწიდან იწყება

ცა მიწიდან იწყება

ჭილაძე ოთარ

ფასი: 12.00 ლარი
ოთარ ჭილაძე #40

ოთარ ჭილაძე #40

ჭილაძე ოთარ

ფასი: 5.40 ლარი
წათეს წითელი წაღები

წათეს წითელი წაღები

ჭილაძე ოთარ

ფასი: 8.00 ლარი
რკინის თეატრი #3

რკინის თეატრი #3

ჭილაძე ოთარ

ფასი: 28.00 ლარი
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #46 (ნაწილი 3)

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #46 (ნაწილი 3)

ჭილაძე ოთარ

ფასი: 6.00 ლარი
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #45 (ნაწილი 2)

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #45 (ნაწილი 2)

ჭილაძე ოთარ

ფასი: 6.00 ლარი
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #44 (ნაწილი 1)

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა #44 (ნაწილი 1)

ჭილაძე ოთარ

ფასი: 6.00 ლარი
© 2011 - 2019 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია