ანოტაცია: როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს, უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა. იცხოვრო, ითამაშო და ოპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდი ოცნებობს მოიპოვოს სანუკვარი პრიზი, რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული. ოაზისის შემქმნელმა, მილიარდერმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თახნის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში.