ანოტაცია: „მზის დაუჯდომელი“ პოეტ მარიამ წიკლაურის მე-6 ლირიკული კრებულია, რომელიც 2011-2014 წლებში დაწერილ ლექსებს აერთიანებს. ავტორი გვთავაზობს მაღალი პროფესიული ხელწერის კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს და მინიმალისტური პოეზიის ნიმუშებს. ფორმათა მრავალფეროვნებას შეესაბამება აზრობრივი სიღრმეები, სამოქალაქო, ფილოსოფიური და რელიგიური ხასიათის ტექსტები, რომლებსაც აქვს ერთი საერთო ნიშანი – ღრმა სულიერების და საინტერესო პოეტური აზროვნებისა.