ანოტაცია: 1920-იანი წლების ნიუ-იორკში ჩასული ახალგაზრდა იქაურობის მაცდუნებელ ატმოსფეროსთან სიახლოვესაც გრძნობს და გაუცხოებულობასაც.მდიდრული წვეულებები ფეშენებელური გარეუბნის სასახლეში, რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბუტლეგერობის ეპოქა, ადამიანები, რომელთაც უსაგნო ყოფის დამთრგუნველი აუტანლობის გამო ჭეშმარიტი ფასულობები დავიწყებიათ – სწორედ ამ დროს მთხრობელის თვალწინ ვითარდება საკვირველად ჩამთრევი, ძველი სასიყვარულო ისტორიის ახალი, დეტექტივისმაგვარი დრამატურგია...