ანოტაცია: ეს ”ზარხუფის” მეორე ქართული გამოცემაა. მიუხედავად იმისა, რომ სერია ”ამერიკელები” იმ წიგნებს აერთიანებს, რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა, მაინც გადავწყვიტეთ, რომანი - გამონაკლისის სახით - ამ სერიით გამოგვეცა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვანი წიგნის პირველი ქართული გამოცემა მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და მკითხველთა დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველი დარჩა.