ანოტაცია: XVII-XVIII ს.ს. ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს ,,რობინზონ კრუზო" მსოფლიო ლიტერატურის საგანძურთა სიაში დამსახურებულადაა შესული. მკვლევართა ვარაუდით, დეფომ წიგნს საფუძვლად შოტლანდიელი მეზღვაურის ალექსანდრ სელკირკის ისტორია დაუდო, თუმცა პროტოტიპისგან განსხვავებით, წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა მეზღვაური, კუნძულზე მოხვედრის შემდეგ, თავდაუზოგავი შრომისა და სიბეჯითის შედეგად ახერხებს დაიმორჩილოს ველური ბუნება და ფაქტიურად ,,ცარიელი ხელებით" და მშვენივრად იწყებს ცხოვრებას.