ანოტაცია: პროსპერი და ბო ობოლი ძმები არიან; არავინ ჰყავთ დეიდას გარდა, რომელსაც გადაუწყვეტია, უმცროსი ძმა იშვილოს, უფროსს კი ბავშვთა სახლში უკრას თავი. ერთმანეთის დაკარგვის შიშით ბიჭები სახლიდან გარბიან და გრძელი გზის შემდეგ, ფრთიანი ლომებისა და სასწაულების ქალაქში ჩადიან. სწორედ აქ გაიცნობენ ქურდების მბრძანებელს, რომელიც თორმეტიოდე წლის ბიჭია.