ანოტაცია: ერთი ჩვეულებრივი შვედური სოფლის ჩვეულებრივ სახლში უჩვეულო, უცნაური ბერიკაცი ცხოვრობს, სახელად პეტსონი. პეტსონს ქვეყნად არავინ ჰყავს, უფრო სწორად, არავინ ჰყავს რამდენიმე ქათმისა და კატის გარდა. კატა, სახელად ფინდუსი, პატრონზე უფრო უცნაურია - ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლაპარაკობს, უფრო მეტიც, როცა საჭიროა, უცნაურ და ახირებულ პატსონს ჭკვიანურ რჩევებსაც აძლევს. ფინდუსი იმდენად ჭკვიანია, რომ წელიწადში ზუსტად სამჯერ აქვს დაბადების დღე. დაბადების დღე კი ტორტის გარეშე ვის გაუგია?