ანოტაცია: "ქუჩის მუსიკოსები" გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის ერთ-ერთი წიგნია. მთავარი გმირები - თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.