ანოტაცია: მოხუცმა დიასახლისმა იფიქრა, პირს ჩავიკოკლოზინებო და ცომის კაცუნა გამოაცხო. უცებ კაცუნამ ქიშმიშის თვალები ააფახურა, ფორთოხლის პირი ააცმაცუნა, წამოხტა და გაიქცა. ამ კაცუნას ამბავი დღეს ყველა ბავშვმა იცის. შენც წაიკითხე მის შესახებ და გაიგე, რა ბედი ეწია მორბენალ და მომღერალ ნამცხვარს.