ანოტაცია: როდოლფო ჰესლერი საქართველოში ქართველი პოეტების ესპანურ ენაზე სათარგმნელად ჩამოვიდა და თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში ცხოვრობდა. ჰესლერი თბილისს საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს. მის მიერ აღწერილი შენობების დეტალები, ხმები, გემოები, ავტორები, სახელები, ჭიშკრები, რომლებიც აუცილებლობის საფარქვეშ სხვადასხვაგვარ ბრწყინვალებას ინახავენ, ერთი საერთო სურათის ფრაგმენტებია.