ანოტაცია: პიპის თავის დაბაში ცნობილი გოგოა _ მან უცნაური მკვლელობა გახსნა, ახლა შეუძლია თავსაც მიხედოს: სწავლა გააგრძელოს, უნივერსიტეტში შესასვლელად მოემზადოს, პოდკასტი ჩაწეროს... ასეც აქვს გადაწყვეტილი, პირობაც დადო, რომ გამოძიებას აღარ გაეკარება, მაგრამ რა ქნას, თუკი მისი მეგობარი დაიკარგა, პოლიცია კი არაფერს აკეთებს, უკვე დიდი ბიჭია, დაბრუნდება, ადრეც გაქცეულა სახლიდანო. ჰოდა, სხვა გზა არ არის - უნდა მოძებნოს მეგობარი და მის ძებნაში დაბის მცხოვრებთა არაერთ ბნელ საიდუმლოებას გადაეყრება.