დაიბადა 1920 წლის 15 თებერვალს ნორვეგიაში.
ანე–კატერინე ვესტლი ნორვეგიელმა ბავშვებმა XX საუკუნის 50–იან წლებში გაიცნეს. იგი რადიოში მის მიერ დაწერილ პატარ–პატარა სახალისო ისტორიებს კითხულობდა, რომლებიც შემდგომში მის საბავშვო წიგნებს დაედო საფუძვლად. ეს სკანდინავიელი ავტორი სულ ორმოცამდე წიგნის ავტორია, რომლებიც ციკლებად იყოფიან. თვითოეულ ციკლს კი თავისი გმირები ჰყავს. მისი წიგნები ზღაპრებს წააგავს და ყოველთვის კარგად სრულდება, თუმცა ის, რასაც თავის წიგნებში ავტორი აღწერს, ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანების უმნიშვნელო ცხოვრებაა, ნათელი ფერებით გაჯერებული და სიხარულით აღსავსე.
მისი ყველაზე ცნობილი წიგნია ”დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”.
სამშობლოში მას მოიხსენიებდნენ, როგორც მთელი ნორვეგიის ბებიას და ასტრიდ ლინდგრენსაც კი ადარებდნენ საბვშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.
ანე-კატარინე ასევე წერდა აუდიოწიგნებს ბავშვებისათვის და მონაწილეობდა კომედიურ საბავშვო რადიოსერიალში. 86 წლის ასაკში კი ყველასათვის მოულოდნელად გამოსცა სოციალურ-სატირული წიგნი.
ის ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი.
სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰეიმერის დაავადებით იყო ავად, რომლის ბოლო სტადიაზეც მეტყველების უნარი დაკარგა.
ანე-კატერინე ვესტლი გარდაიცვალა 2008 წლის 15 დეკემბერს.