Facebook Twitter RSS Delicious

მთავარი ავტორის ყველა წიგნი : ქარჩხაძე ჯემალ

ჯემალ ქარჩხაძე (დ. 13 მაისი, 1936, უხუთი, ვანის რაიონი — გ. 8 ნოემბერი 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრების განყოფილების ინსპექტორი 1921–1965წწ., თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე 1965–1982წწ. პირველი მოთხრობა "აბზიანიძეების ოჯახი" გამოაქვეყნა 1962 წელს. 

ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: იგი, ქარავანი, ანტონიო და დავითი, ზებულონი, იუპიტერის სინანული, განზომილება. ამ უკანასკნელისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. მისი თხზულებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის რუსულ, ჩეხურ, გერმანულ, შვედურ, არაბულ ენებზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯემალ ქარჩხაძემ, მხოლოდ 62 წელი იცოცხლა და 1962 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობა, მან ოთხ ათეულ წელზე ნაკლები იმუშავა თავისი ნაწარმოებების შესაქმნელად. მას აქვს ოცდაათამდე მოთხრობა, 6 რომანი, ერთი პიესა და პუბლიცისტიკა. 2007 წელს გამოვიდა მწერლის მოთხრობების სრული კრებული თუმცა აღსანიშნავია, რომ მის არქივში მოიპოვება სხვა მოთხრობები, ჩანაწერები, ვარიანტები, ჩანახატები და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სრულყოფილად ჯერ არ შესწავლილა მწერლის შემოქმედება. არის რამდენიმე მეცნიერის არცთუ ვრცელი კრიტიკული მიმოხილვა მწერლის შემოქმედებისა, მაგრამ ასევე შესასწავლია ჯემალ ქარჩხაძე, როგორც დრამატურგი. ჯემალ ქარჩხაზე ასევე დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობითაც, დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდოურ ლაქსნესის „ატომის სადგური“, ლიონ ფეიხტვანგერის „ცრუ ნერონი“, რადიარდ კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვა.

მიხო მოსულიშვილთან ინტერვიუში ქარჩხაძე შეეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს — მწერლის ნიჭიერებასა და მისდამი მთავარ მოთხოვნას: „ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა, თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ადამიანის ამოცანა არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა, რაც არსებითად ერთი და იგივეა. რაც შეეხება მწერალს, მას ერთადერთ რამ მოეთხოვება — შედევრები წეროს, სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის. ვიკითხოთ შედევრები, გავმდიდრდეთ შედევრებით და ვიცხოვროთ შედევრებით, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩვენ რაიმეს ვქმნით, რაიმეს ვიგონებთ, რაიმეს ვთხზავთ, ყველა შედევრი დავივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ სიღრმეებში ვიტრიალოთ. თუ გვინდა რაიმე ღირებული შევქმნათ“.

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. შვედეთში გამოიცა 2013 წელს მისი მოკლე რომანი "ანტონიო და დავითი"(Antonio och David) ,ხოლო არაბულად გამოიცა 2014 წელს.

ზებულონი #8

ზებულონი #8

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 14.95 ლარი
მოთხრობები #2 - ჯემალ ქარჩხაძე

მოთხრობები #2 - ჯემალ ქარჩხაძე

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 14.90 ლარი
მოთხრობები #1 - ჯემალ ქარჩხაძე

მოთხრობები #1 - ჯემალ ქარჩხაძე

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 14.90 ლარი
ქარავანი

ქარავანი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 17.90 ლარი
მდგმური

მდგმური

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 14.90 ლარი
განზომილება

განზომილება

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 17.90 ლარი
ანტონიო და დავითი

ანტონიო და დავითი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 12.00 ლარი
იგი

იგი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 12.00 ლარი
ზებულონი

ზებულონი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 14.90 ლარი
უფლისწული და გველეშაპი

უფლისწული და გველეშაპი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 12.00 ლარი
მოთხრობები (სრული კრებული)

მოთხრობები (სრული კრებული)

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 19.90 ლარი
შემოქმედების კანონი

შემოქმედების კანონი

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 5.00 ლარი
იუპიტერის სინანული

იუპიტერის სინანული

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 7.00 ლარი
პუბლიცისტიკა

პუბლიცისტიკა

ქარჩხაძე ჯემალ

ფასი: 9.90 ლარი
© 2011 - 2020 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია