Facebook Twitter RSS Delicious

მთავარი ავტორის ყველა წიგნი : ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (შვედ. Astrid Anna Emilia Lindgren; დ. 14 ნოემბერი, 1907 – გ. 28 იანვარი, 2002) — შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და ,,ბიულერბიუელი ბავშვები" და ა. შ.

სმოლანდი

ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

 

შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისი

ბავშვობაში ასტრიდს მოიცავდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. კრისტინმა მას წიგნების კითხვა შეაყვარა.

ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა შვილი და იძულებული იყო, იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად დროებით გაეშვა. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) დანიიდან ლარსი ჩამოიყვანა.

პეპი სამხრეთის ზღვაში #3

პეპი სამხრეთის ზღვაში #3

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
ყაჩაღის ასული რონია (9-11წელი)

ყაჩაღის ასული რონია (9-11წელი)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 10.90 ლარი
კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (11-12 წლიდან)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (11-12 წლიდან)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
მაწანწალა რასმუსი (9-10 წლამდე)

მაწანწალა რასმუსი (9-10 წლამდე)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
პეპი გამგზავრებას აპირებს #2

პეპი გამგზავრებას აპირებს #2

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
ემილის თავგადასავალი (7-9 წელი)

ემილის თავგადასავალი (7-9 წელი)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 10.90 ლარი
მიო, ჩემო მიო (9-11 წელი)

მიო, ჩემო მიო (9-11 წელი)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
ლოტა აურზაურის ქუჩიდან (7-9 წელი)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (7-9 წელი)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი (11-13 წელი)

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი (11-13 წელი)

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 8.90 ლარი
პეპი გრძელწინდა

პეპი გრძელწინდა

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 29.90 ლარი
სახურავის ბინადარი კარლსონი

სახურავის ბინადარი კარლსონი

ლინდგრენი ასტრიდ; Lindgren Astrid

ფასი: 29.90 ლარი
© 2011 - 2024 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია