ანოტაცია: არაბული ლიტერატურის ჩვენ დრომდე მოღწეული პირველი ძეგლები V საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება. მას ისლამამდელ ან ჯაჰილიის პერიოდის ლიტერატურას უწოდებენ. რთული კომპოზიციური სქემა, თემათა გარკვეული და განსაზღვრული რეპერტუარი, მრავალფეროვანი პოეტური საზომები, დადგენილი პოეტური კანონი უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამ პოეზიას წინ უძღოდა განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია. ზეპირად შექმნილი ამ ნაწარმოებთა ჩაწერა დაიწყო VII-VIII საუკუნებში.