ანოტაცია: რა იმალება დახურულ კარს მიღმა? ერთის მიღმა ბედნიერი ოჯახი, მეორის - მარტოობა, მესამის მიღმა კი... შიში, შიშია ჯეკისა და გრეისის ოჯახის უმთავრესი წევრი - მისი დიასახლისი, ოჯახის უფროსი; შიში ჩაბუდებულა ყველა კუთხეში, ყველაზე თავზარდამცემი კი სარდაფში მეფობს - წითელ ოთახში, სადაც სულ მალე ვიღაც შიშის ტყვე გახდება... რით უნდა შეებრძოლოს გრეისი შიშს? ალბათ, შიშითვე მოცემული ძალით, რათა მის საყვარელ ადამიანს სიცოცხლე ჯოჯოხეთად არ გადაექცეს.