Facebook Twitter RSS Delicious

მთავარი ავტორის ყველა წიგნი : კუნდერა მილან, Kundera Milan, Кундера Милан

მილან კუნდერა 1975 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, 1981 წლიდან კი იგი საფრანგეთის მოქალაქეა. იგი დაიბადა ლუდვიკ კუნდერას ოჯახში, რომელიც თავის დროზე დიდი ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლეოშ იანაჩეკის მოსწავლე იყო. მამის გავლენით მილან კუნდერა ფორტეპიანოზე დაკვრას ადრეულ ასაკში დაეუფლა. შემდგომში იგი სერიოზულად სწავლობდა მუსიკას, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მთლიან შემოქმედებაზე. 1948 წელს ბრნოს საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მილან კუნდერა სწავლას კარლის უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც იგი ლიტერატურის და ესთეტიკის შესწავლას იწყებს, ორი სემესტრის შემდეგ კი მას საბუთები კინოაკადემიაში გადააქვს, სადაც იგი საწყის ეტაპზე რეჟისორობისა და სცენარისტობისათვის ემზადება. 1950 წელს იგი დროებით იძულებული გახდა, შეეწყვიტა სწავლის პროცესი პოლიტიკური მიზეზების გამო. სწავლის დასრულების შემდეგ, 1952 წელს კი იგი კინოაკადემიაში იწყებს მუშაობას მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებლად.
კუნდერა მიეკუთვნებოდა იმ ჩეხი ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის ძნელბედობის ჟამი, რამაც მათ ცნობიერებაში რეალობის შავ–თეთრი ხედვა დაამკვიდრა. ამ გარემოებებმა მილან კუნდერა მარქსიზმამდე და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე მიიყვანა. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიაში წევრიანდება, 1950 წელს კი, იგი და ჩეხი მწერალი, იან ტრეფულკა ანტიპარტიული ქმედებებისათვის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს. შემდგომში ეს ინციდენტი ტრეფულკამ აღწერა ნოველაში "ისინი ბედნიერები იყვნენ", 1962. კუნდერამ კი თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მისი რომანის, "ხუმრობის" ლაიტმოტივად გამოიყენა. მილან კუნდერა 1956 წელს დააბრუნეს კომუნისტურ პარტიაში, თუმცა 1970 წელს იგი მეორედ გააძევეს პარტიიდან. მილან კუნდერა, მრავალ ჩეხ მსახიობთან და მწერალთან ერთად, ჩართული იყო 1968 წელს პრაღაში მომხდარ ხავერდის რევოლუციაში, ხანმოკლე ოპტიმიზმი 1968 წლის აგვისტოში წითელი არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიით დასრულდა.

უკვდავება

უკვდავება

კუნდერა მილან

ფასი: 17.95 ლარი
ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

კუნდერა მილან

ფასი: 17.95 ლარი
© 2011 - 2024 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია