Facebook Twitter RSS Delicious

მთავარი ავტორის ყველა წიგნი : კამიუ ალბერ, Camus Albert, Камю Альбер

ალბერ კამიუ - ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. დაიბადა მონდოვიში, ალჟირი, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. 1923 წელს კამიუ ლიცეუმში ირიცხება, შემდეგ კი ალჟირის უნივერსიტეტში. ახალგაზრდობაში იყო ფეხბურთელი, მეკარე და თეატრალური დასის წევრი, თუმცა 1930 წელს ტუბერკულოზით დაავადების გამო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა მოუწია. 1935 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, 1936 წლის მაისში კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე.1934 წელს კამიუ ცოლად სიმონ ჰის, ცნობილ ნარკომანს, ირთავს, თუმცა მათი ქორწინება მალევე წყდება სიმონის ღალატის გამო. 1935 წელს ის აფუძნებს „მშრომელთა თეატრს“. 1940 წელს კამიუ ცოლად ირთავს ფრანსინ ფორს, პიანისტსა და მათემატიკოსს. 1945 წლის 5 სექტემბერს მათ ტყუპები - კათერინ და ჟან კამიუები შეეძინათ. ამავე წელს კამიუ იწყებს მუშაობას ჟურნალში Paris-Soir (საღამოს პარიზი). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კამიუ პაციფისტია, თუმცა ის პარიზში იმყოფებოდა ვერმახტის დროს. 1941 წლის 15 დეკემბერს კამიუ გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე გახდა, რამაც დასაბამი მისცა მის გერმანელთა წინააღმდეგ ამხედრებას. მომდევნო წლებში პარი-სუას დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად ბორდოში გადადის. ამავე წელს ის ასრულებს თავის პირველ წიგნებს - „უცხო“ და "სიზიფეს მითი". 1942 წელს ცოტა ხნით ორანში, ალჟირში, ბრუნდება.კამიუ გარდაიცვალა 1960 წლის 4 იანვარს ავტოავარიაში სენთან, ქალაქ ვილებლევინში. კამიუს ადრე უთქვამს, რომ ყველაზე აბსურდული სიკვდილი ავტოკატასტროფაში დაღუპვა იქნებოდა. დაკრძალულია ლურმარენის სასაფლაოზე, ლურმარენში, ვოკლუზი, პროვანს-ალპ-კოტ დ'აზური, საფრანგეთი.

 

 

 

Чума

Чума

კამიუ ალბერ

ფასი: 15.00 ლარი
უცხო

უცხო

კამიუ ალბერ

ფასი: 18.00 ლარი
ქორწინება. ზაფხული

ქორწინება. ზაფხული

კამიუ ალბერ

ფასი: 16.50 ლარი
სიზიფის მითი

სიზიფის მითი

კამიუ ალბერ

ფასი: 18.00 ლარი
ამბოხებული ადამიანი

ამბოხებული ადამიანი

კამიუ ალბერ

ფასი: 21.50 ლარი
გაუგებრობა

გაუგებრობა

კამიუ ალბერ

ფასი: 13.00 ლარი
კალიგულა

კალიგულა

კამიუ ალბერ

ფასი: 13.00 ლარი
შავი ჭირი #49

შავი ჭირი #49

კამიუ ალბერ

ფასი: 16.95 ლარი
© 2011 - 2024 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია